იტვირთება...

სად ცხოვრობს მეზღაპრე

რევაზ ინანიშვილი

62 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამ წიგნის ავტორი ორმოცდაორი წლის წინათ დაიბადა. მაშინ ისიც და მისი მშობლებიც სოფელში ცხოვრობდნენ. მშობლებს ხშირად არ ეცალათ ხოლმე და წერა-კითხვა ბებიამ ასწავლა. გუშინდელ დღესავით ახსოვს, როგორ ისხდნენ საღამოობით ისა და ბებია გახურებულ ღუმელთან, ბებია წინდას ქსოვდა, ამ წიგნის ავტორს კი, 7-8 წლის ბიჭს, გადაშლილი ჰქონდა "ქართული მწერლობის" ძველი, გაყვითლებული სახელმძღვანელო და ნელ-ნელა, თითქმის ჩათვლით კითხულობდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასი და ეგნატე ნინოშვილი მოთხრობებს. გარეთ ან წვიმდა, ან ქარი უბერავდა და სახლის გვერდზე მდგარ ბებერ კაკლის ხეს აბუბუნებდა. ამგვარ გარემოში ადვილი იყო წაკითხულის განცდა, განსაკუთრებით სევდიანი ამბებისა, და როგორც კი ასეთ რამეს წაიკითხავდნენ, ბებიასაც და შვილიშვილსაც გული უჩვილდებოდათ. ბებია მოსახვევის ბოლოთი იწმენდდა ცრემლს და თავისთვის მოსთქვამდა: ვაი, შვილო, ვაი, შენს დედას თვალდამდგარს, შვილო! (რა თქმა უნდა, ეს სიტყვები წიგნის გმირებისადმი იყო მიმართული). შვილიშვილი კი კბილებს კბილებზე აჭერდა, ცოტა ხანს ჩერდებოდა, რომ მოწოლილი ცრემლი და ბოღმა გაებრუნებინა. მას შემდეგ ოცდათხუთმეტი გრძელი წელიწადი გავიდა. ის 7-8 წლის ბიჭი გაიზარდა, ბევრი რამ ისწავლა და ბევრი რამ დაივიწყა. მაგრამ ის საღამოები კი მაინც არ დავიწყებია. კიდევ უფრო მეტი, წარმოიდგინეთ, დღესაც ის წიგნი ეჩვენება კარგ წიგნად, რომელიც ღრმად აფიქრებს და ცრემლებსაც ჰგვრის უკვე სიბერის ნაოჭებით გარშემორტყმულ თვალებზე. ახლა ის თვითონაც წერს პატარ-პატარა წიგნებს და გასაკვირი არ არის, რომ ამ წიგნებს ძველებური ელფერი დაჰკრავდეს. მას ასე აქვს წარმოდგენილი, რომ ის წერს გოგო-ბიჭებისათვის, იმ დედებისათვის და იმ ბებიებისათვის, რომლებიც დღიურ საქმეს სიბნელის წყალობით ართმევენ თავს, დაღლილნი მიუსხდებიან ღუმელს, ითბობენ დაშაშრულ, ათრთოლებულ ხელებს, ნელ-ნელა თითქმის ჩათვლით კითხულობენ წიგნს, ტირიან, იცინიან წიგნის გმირებთან ერთად. გარეთ კი წვიმს, ან ქარი ქრის, ანდა, რაც ასე იშვიათია შემოდგომისას, ცაზე სპეტაკი ვარსკვლავები ბრწყინავს და ძლივს გასაგონად ჩურჩულებენ ბაღში აქა-ის შერჩენილი ფოთლები. ა ვ ტ ო რ ი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სად ცხოვრობს მეზღაპრე
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
180
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
62
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]